Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი შეიძლება ბოლო თვეებში ყველაზე დიდ იერიშს ახორციელებს


რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ. კუპიანსკი. 19 სექტემბერი, 2023 წელი
რუსეთის არმიის თავდასხმის შემდეგ. კუპიანსკი. 19 სექტემბერი, 2023 წელი
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმიის ბოლოდროინდელი იერიში უკრაინის აღმოსავლეთში შეიძლება ბოლო თვეებში ყველაზე დიდი შეტევების ტალღა იყოს.
რუსეთმა წინსვლა დაიწყო რამდენიმე მიმართულებით, იტყობინება სამინისტრო მოკლე ინფორმაციების სამსახურის X-ის გზით. მთავარი მიმართულება არის ავდეევკა, რომელიც რუსეთისთვის ყველაზე დიდ ზღუდეს წარმოადგენს დონეცკის რეგიონზე კონტროლის დამყარების საქმეში. ბრიტანელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქის ალყაში მოსაქცევად ოპერაციაში რამდენიმე სატანკო ბატალიონია ჩართული, მაგრამ უკრაინის იქ განთავსებულმა ჯარებმა დღემდე შეძლეს რუსეთის წინსვლის შეჩერება.
უკრაინის ცნობით, რუსეთი ცდილობს, გაარღვიოს უკრაინის თავდაცვითი ზოლი ჩრდილო-აღმოსავლეთში. ამისთვის იგი ჯარებს უყრის თავს ამ არეალში. როგორც უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა სირსკიმ განაცხადა ტელეგრამის არხით, მათი მთავარი მიზანია, გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა და დაიბრუნონ ადრე დაკავებული და შემდგომ დაკარგული ტერიტორიები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს რუსეთის არმიის გააქტიურებას ამ რეგიონში. მისი ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა უკრაინის არმიის ათი იერიში მოიგერია კუპიანსკის არეალში და ორი - მეზობელ ლიმანში. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვთან მდებარე ქალაქების, კუპიანსკის და ლიმანის, დაბრუნება უკრაინის ჯარის მნიშვნელოვანი წინსვლა იყო შარშან, დონბასიდან რუსეთის ჯარების განდევნის მიზნით.
XS
SM
MD
LG