Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ღაზის სექტორში სიტუაცია უკონტროლო ხდება


ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრა და ასეულობით ადამიანი დახოცა
ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრა და ასეულობით ადამიანი დახოცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) ისრაელისა და „ჰამასისგან“ ძალადობის შეწყვეტას მოითხოვს.

ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა დღეს, 18 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ღაზაში სიტუაცია უკონტროლო ხდება და სამედიცინო დახმარების მოლოდინში, ყოველწამიერად სიცოცხლეს კარგავენ.

ღებრეიესუსის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარება 4 დღეა საზღვარზეა გაჩერებული. ორგანიზაციის დირექტორი მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ღაზის სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებების მიწოდება და ძალადობა ორივე მხრიდან შეწყდეს.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან არ არსებობს შეთანხმება ეგვიპტის მხრიდან ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.
XS
SM
MD
LG