Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პოლიციამ დააკავა ცნობილი კინორეჟისორის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი

დარიუშ მეჰრჯუი ცოლთან, ვაჰიდე მოჰამადიფარისთან ერთად. 2015 წლის 7 ივლისი
დარიუშ მეჰრჯუი ცოლთან, ვაჰიდე მოჰამადიფარისთან ერთად. 2015 წლის 7 ივლისი

ირანის პოლიციამ დააკავა ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, დარიუშ მეჰრჯუის და მისი ცოლის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი. იგი, პოლიციის თანახმად, „მთავარი მკვლელია“, - იტყობინება სააგენტო „თასმინი“.

83 წლის მეჰრჯუი კინოში ირანის ახალი ტალღის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო. ის თავის 54 წლის ცოლთან, სცენარისტ ვაჰიდე მოჰამადიფარისთან ერთად, მათმა შვილმა 14 ოქტომბერს მოკლული ნახა თეირანის მახლობლად მდებარე მათ სახლში.

"მთავარი მკვლელი" უკვე დაკავებულ ეჭვმიტანილებს შორისაა. მისი დანაშაული წინასწარი გამოძიების საფუძველზე დადგინდა, წერს „თასმინი“ პოლიციაზე დაყრდნობით. პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავა 10 პირი, იტყობინებოდა ვებსაიტი „მიზანი.“ სხვა დეტალები გამოცემას არ დაუზუსტებია.

XS
SM
MD
LG