Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭორვილაში ჩასულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მხარდამჭერებს კვერცხები ესროლეს


საჩხერის მუნიციპალიტეტი, ჭორვილა
საჩხერის მუნიციპალიტეტი, ჭორვილა

საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჭორვილაში, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სოფელია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მხარდამჭერებს ადამიანთა ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა. ადგილზეა პოლიციაც.

"პოლიტიკურ აქციას ატარებთ ჩემს სოფელში, ჩემს სახლთან... მე მიტარებ, ჩემი შვილები ცხოვრობენ. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკა", - უთხრა კონტრაქციის მონაწილე ერთ-ერთმა კაცმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

კაცები, რომლებიც სოფელში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დახვდნენ, ისროდნენ კვერცხებს, იგინებოდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც.

"არ ვართ ჩვენ საკამათოდ მოსული. მინდა პოლიციას გავაგებინო, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელშიც ჩვენი ხელისუფლება გვიკრძალავს მშვიდად გადავადგილდეთ... ვერ შეგვაშინებენ, იმიტომ ვართ აქ ჩამოსულები, რომ აქედან დავიწყებთ მსვლელობას, მივალთ ყველგან და ყველას გავაგებინებთ, რომ ვერ გაარუსებენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახე - მშიშარა რუსი ოლიგარქის სახე, რომელმაც დაგვახვედრა ადგილობრივები", - უთხრა მსვლელობის ორგანიზატორმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები სოფელ ჭორვილისკენ დღეს დილით გაემართნენ თბილისიდან, რესპუბლიკის მოედნიდან.

XS
SM
MD
LG