Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გრუ-ს ჯგუფმა ნატოს ქვეყანაში პირველი აფეთქება 2011 წელს განახორციელა - The Insider


აფეთქება ბულგარეთში. 5 ივნისი, 2012წ. - საილუსტრაციო ფოტო
აფეთქება ბულგარეთში. 5 ივნისი, 2012წ. - საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი, რომელიც ცნობილია როგორც სამხედრო ნაწილი 29155, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მონაწილეობდა ბულგარეთში, 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში, რომელიც ნატოს ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის პირველ ასეთ დივერსიულ აქტად ითვლება.

ამის შესახებ ინსაიდერის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაშია ნათქვამი. მისი ერთ-ერთი ავტორი ხრისტო გროზევი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებების გამოძიებაში.

გამოძიება ასევე აცხადებს, რომ ევროპაში აფეთქებებში მონაწილე გრუ-ს ბევრმა ყოფილმა თანამშრომელმა დაიკავა პოზიციები რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში.

რადიო თავისუფლებამ ასევე არაერთხელ გამოაქვეყნა გამოძიება ავერიანოვისა და მისი ქვეშევრდომების შესახებ, მათ შორის აღმოაჩინა ჩეპიგასთან (იგივე რუსლან ბოშიროვი) მისი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ბულგარეთის პროკურატურამ ადრე განაცხადა, რომ იგი იძიებდა გრუს შესაძლო მონაწილეობას 2011 წელს ბულგარეთის სოფელ ლოვნიდოლში კომპანია EMCO-ს კუთვნილ საწყობში მომხდარ აფეთქებაში. მისი შედეგები არ დაფიქსირებულა.


მაგრამ Insaider-მა ამ საბოტაჟის დეტალებს გვაწვდის და აცხადებს, რომ აფეთქების მიზანი იყო საქართველოსთვის იარაღის მიწოდების არდაშვება. ოპერაციის ხელმძღვანელი, გამოძიების თანახმად იყო გენერალი ანდრეი ავერიანოვი, რომელმაც გრუს უფროსის მოადგილის პოსტს მიაღწია და ახლა, სავარაუდოდ, აფრიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

"2011 წლის დივერსიული აქტი ლოვნიდოლში არის გრუს ნომერ 29155-ე დანაყოფის პირველი ძირგამომთხრელი ოპერაცია ნატოს ტერიტორიაზე. დარწმუნებულნი იყვნენ რა თავიანთ დაუსჯელობაში, დივერსანტებმა გააგრძელეს ოპერაციები ბულგარეთსა და ჩეხეთში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი სამოქალაქო მსხვერპლი", - წერს The Insider-ი.

ავერიანოვმა და მისი ჯგუფის წევრებმა ნიკოლაი ეჟოვმა, სერგეი რომანოვმა, რუსტამ ჯაფაროვმა, ალექსეი კაპინოსმა და ანატოლი ჩეპიგამ სავარაუდოდ დაამონტაჟეს დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობები ბულგარეთში გადასაზიდად განკუთვნილ საბრძოლო მასალებში და ლოვნიდოლის საწყობში ჩასვლის შემდეგ ააფეთქეს ისინი.

გრუს ამევე ჯგუფს მიეწერება სავარაუდოდ აფეთქება ჩეხეთის დაბა ვრბეტიცში მდებარე იარაღის საწყობში, რომელიც, გამომძიებლების თქმით, რუსმა მზვერავებმა ბულგარეთის ინციდენტიდან სამი წლის შემდეგ განახორციელეს.

XS
SM
MD
LG