Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა


თბილისში, ვაზისუბანში, მდებარე კორპუსში ხანძარი 23 ოქტომბერს გაჩნდა.
თბილისში, ვაზისუბანში, მდებარე კორპუსში ხანძარი 23 ოქტომბერს გაჩნდა.

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ხეჩინაშვილის კლინიკაში, გარდაცვლილია ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებებით შეიყვანეს. ამავე კლინიკაში მკურნალობს კიდევ ერთი დაშავებული. მისი მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

ვაზისუბანში მდებარე კორპუსში ხანძარი 23 ოქტომბერს გაჩნდა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქებამ.

XS
SM
MD
LG