Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი რუსეთის წიაღისეულ საწვავზე საბოლოო უარის გზას ადგას


გაზსადენის კვანძი - საილუსტრაციო ფოტო
გაზსადენის კვანძი - საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირი თავისი მიზნის მიღწევის გზაზეა, შეწყვიტოს რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ამ ათწლეულში, განაცხადა ევროკომისიამ.

ევროპის ქვეყნები უკვე მეორე ზამთარია განიცდიან რუსეთის გაზის დეფიციტს მას მერე, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა მიწოდება შეამცირა. ამას მოჰყვა ენერგეტიკული კრიზისი - ფასის სარეკორდო ზრდა.

Reuters-ის ცნობით, 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ბრიუსელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მოელის რუსეთის გაზის იმპორტის 40-45 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირებას, მაშინ, როცა ომის დაწყებამდე, 2021 წელს, ეს მონაცემი 155 მილიარდ კუბურ მეტრს უდრიდა.

XS
SM
MD
LG