Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სულ მცირე 22 ადამიანია მოკლული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად

პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელმაც აშშ-ის ქალაქ ლუისტონში ოცზე მეტი ადამიანი მოკლა. 2023 წლის 25 ოქტომბერი
პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელმაც აშშ-ის ქალაქ ლუისტონში ოცზე მეტი ადამიანი მოკლა. 2023 წლის 25 ოქტომბერი

მასობრივი მკვლელობა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლუისტონში.

25 ოქტომბერს მენის შტატის სიდიდით მეორე ქალაქში, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით, სულ მცირე, 22 ადამიანი მოკლა ორ სხვადასხვა ადგილას - რესტორანში და ბოულინგ-კლუბში. დაჭრილია, სულ მცირე, 50 ადამიანი.

პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილს - 40 წლის რობერტ ქარდს. ლუისტონის პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო სოციალური ქსელებით გაავრცელა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ის შეიარაღებული და საშიშია.

ტელეკომპანია CNN-ი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რობერტ ქარდი აშშ-ის არმიის რეზერვის სამხედრო მოსამსახურეა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქ ლუისტონის და მისი შემოგარენის მცხოვრებთ მოუწოდა, სანამ თავდამსხმელის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა მენის შტატის გუბერნატორს და კონგრესში ამ შტატის წარმომადგენლებს და ფედერალურ დონეზე სრული მხარდაჭერა შესთავაზა.

XS
SM
MD
LG