Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზაში 150 მიწისქვეშა სამიზნეს დაარტყა


ისრაელის საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ისრაელის საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ დაარტყეს „ჰამასის“ 150 მიწისქვეშა სამიზნეს ღაზაში, ომის ამ დრომდე ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვის დროს. პალესტინელები იტყობინებიან ღამით ისრაელის ჯავშანმანქანებსა და ქვეითებთან შეტაკებების შესახებ.

IDF-ის ცნობით, დაახლოებით 100 ისრაელის თვითმფრინავი მონაწილეობდა დარტყმებში. შაბათს დილით IDF-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ჩანს ტანკების კოლონა, რომელიც შედის ღაზაში.

პარასკევს საღამოს ღაზაში ინტერნეტი და მობილური სერვისები თითქმის მთლიანად გაითიშა. ამის გამო ინფორმაცია ღაზაში მდგომარეობის შესახებ მწირი იყო. მედიამ ღამით გადაიღო დაუსრულებელი ავიაიერიშები და საარტილერიო ცეცხლი.

IDF-ის სპიკერმა თქვა, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა დაარტყეს საბრძოლო გვირაბებს, მიწისქვეშა საბრძოლო უბნებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას.

ღაზადან გამოსული მწირი ცნობები აღწერს ქაოტურ ვითარებას, სადაც მედიკოსები ცდილობენ დაღუპულთა და დაშავებულთა მოვლას, კომუნიკაციის ნაკლებობის პირობებში.

„[ბენიამინ] ნეთანიაჰუ და მისი დამარცხებული არმია ვერანაირ სამხედრო გამარჯვებას ვერ მიაღწევენ“, - ნათქვამია „ჰამასის“ შაბათს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

პარასკევს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციით მოუწოდა დაუყონებლივ და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ ღაზაში. კენჭისყრას მხარი დაუჭირა 120-მა, 45-მა თავი შეიკავა, ხოლო 14-მა - ისრაელისა და აშშ-ს ჩათვლით - წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარასკევის კენჭისყრამდე გაერომ განაცხადა, რომ ღაზაში საბაზისო სერვისები აღარ აქვს ხალხს, რის გამოც მათ ემუქრებათ დაავადების აფეთქება, რადგან ქუჩები კანალიზაციითაა სავსე, ხოლო საკვები, წყალი და მედიკამენტები ამოიწურა.

დარტყმები „ჰამასის“ გვირაბების სისტემაზე, რომელსაც ასევე უწოდებენ „მეტროს“, დაიწყო მას შემდეგ, რაც გათავისუფლებულმა 85 წლის მძევალმა თქვა, რომ ის და სხვა ტყვეები გვირაბებში ღრმად შეიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ ისრაელი მალე ღაზის სექტორზე ხანგრძლივი და რთული სახმელეთო შეტევის დაწყებას ელის.

„დიდი დრო დასჭირდება“ „ჰამასის“ გვირაბების უზარმაზარი ქსელის დემონტაჟს, თქვა მან და დაამატა, რომ მოსალოდნელია დაბალი ინტენსივობის ბრძოლების ხანგრძლივი ეტაპი.

ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ღაზაში „ჰამასის“ მმართველობის და ისრაელის მუქარის შესაძლებლობის ჩახშობა. როგორ გაიზომება „ჰამასის“ დამარცხება და როგორი იქნება ღაზაში დასასრული, გაურკვეველია. ისრაელი აცხადებს, რომ არ აპირებს ტერიტორიის მართვას, მაგრამ არც იმას ასახელებს, ვინც ეს უნდა გააკეთოს.

XS
SM
MD
LG