Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალტა მასპინძლობს უკრაინის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგ რაუნდს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

28 ოქტომბერს მალტაში იხსნება უკრაინის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელშიც მონაწილეობენ 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები. თუმცა მოსკოვი შეხვედრას "ღიად ანტირუსულ ღონისძიებას" უწოდებს და მასში არ მონაწილეობს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე ორდღიანი შეხვედრა გააძლიერებს მხარდაჭერას ომის დამთავრების თაობაზე მისი ათპუნქტიანი გეგმის მიმართ.

მანამდე, ზაფხულში მსგავსი შეხვედრები გაიმართა ჯიდასა და კოპენჰაგენში.

XS
SM
MD
LG