Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიჭრა ოთხი უკრაინელი პოლიციელი


კიევი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიჭრა ოთხი უკრაინელი პოლიციელი. 2023 წლის 29 ოქტომბერი
კიევი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიჭრა ოთხი უკრაინელი პოლიციელი. 2023 წლის 29 ოქტომბერი

29 ოქტომბერს ოთხი უკრაინელი პოლიციელი დაიჭრა რუსეთის ძალების მიერ ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა მათ მანქანასთან, ფრონტისპირა ქალაქ სივერსკში, დონეცკის რეგიონში - აცხადებს კიევი.

"სამართალდამცავთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეგრამით.

მანამდე, 29 ოქტომბერს, უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებდნენ, რომ ჩამოაგდეს ირანული წარმოების "შაჰედის" ტიპის ხუთი დრონი, რომლებიც რუსეთის ძალებმა ღამის განმავლობაში გაუშვეს. იერიშების სამიზნეები იყო ხმელნიცკის, ნიკოლაევის, პოლტავისა და ზაპოროჟიეს რეგიონები - აცხადებენ უკრაინის წარმომადგენლები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამით წერს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში შავი ზღვის და ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოაგდო უკრაინის 30-ზე მეტი დრონი. შავი ზღვის მოსაზღვრე კრასნოდარის რეგიონის მესვეურები აცხადებენ, რომ 20 ოქტომბრის დილით ცეცხლი გაჩნდა ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოში. ხანძრის მიზეზს არ აკონკრეტებენ, თუმცა ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ ცეცხლი გამოიწვია დრონით შეტევამ ან ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG