Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია "გლდანის ტბის" მდგომარეობის შესწავლას იწყებს

"გლდანის ტბა"
"გლდანის ტბა"

თბილისის მერია იწყებს "თეთრი ტბის" მდგომარეობის შესწავლას. შესაბამისი ტენდერის გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

"თეთრი ტბა", რომელიც წყალსაცავია, "გლდანის ტბის" სახელით არის ცნობილი.

მერმა თქვა ის, რაზეც გლდანის მოსახლეობა თვეების განმავლობაში ჩივის - წყლის დონე დაკლებულია, ტბა სავსეა წყალმცენარეებით.

"აღნიშნული ტბა შრება, წყალმცენარეებით არის სავსე. ჩვენ ვერ დაველოდებით, თუ რას იზამს ინვესტორი, თუმცა ამ საკითხზე მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ", - აღნიშნა მან.

გლდანის ტბა შრება - დრონის კადრები
please wait

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00

მერმა ისიც თქვა, რომ ტბა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდეს.

"დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და კონტრაქტს, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული ეს ტერიტორია, თუმცა რა მდგომარეობაც იქ დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კალაძემ.

„თეთრი ტბა“ წლების განმავლობაში ადგილობრივების დასვენების ყველაზე მოსახერხებელი ადგილი იყო, მაგრამ ახლა საფრთხის წინაშე დგას - დაჭაობდა და შრება.

XS
SM
MD
LG