Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ამზადებს


უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირმა შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის ფარგლებში 5 მილიარდი ევროს ოდენობით სავაჭრო შეზღუდვები შემოიღოს, იუწყება Bloomberg-ი. აკრძალვა შეიძლება მოიცავდეს, კერძოდ, შემდუღებელი აპარატების, ქიმიკატებისა და ტექნოლოგიების მიწოდებას, რომლებიც გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის, ის შეიძლება შეეხოს ასევე პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას.

ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, 100-ზე მეტ ფიზიკურ და 40 იურიდიულ პირს მოიცავს. ასევე განიხილება ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ „მგრძნობიარე“ სექტორებში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების აკრძალვა.

რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინა დღეს, ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განუცხადა Deutsche Welle-ს, რომ ახალ პაკეტში შევა სანქციები რუსული ალუმინის მიმართ.

ევროპის კავშირმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ იარაღსა და საბრძოლო მასალაში აღმოჩენილი კომპონენტების დადგენის საკითხში.

XS
SM
MD
LG