Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის მიერ ღამით გამოყენებული 38 დრონიდან 24 ჩამოაგდეს


ფოტო არქივიდან. ხარკოვში ჩამოგდებული რუსული დრონის ფრაგმენტები
ფოტო არქივიდან. ხარკოვში ჩამოგდებული რუსული დრონის ფრაგმენტები

უკრაინაზე გასულ ღამით განხორციელებული შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 38 დამრტყმელი დრონი და 1 მართვადი საავიაციო რაკეტა. ამის შესახებ დილით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. მისი ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის დაჯგუფების პრესმდივნის, ნატალია ჰუმენიუკის ცნობით, მართვადი რაკეტა კიროვოგრადის ოლქში ჩამოაგდეს. პრესმდივნის თანახმად, დრონებით შეტევა საკმაოდ ძლიერი იყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის 5 საათის განმავლობაში მუშაობდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და კიროვოგრადის ოლქებში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოდესის და ლვოვის ოლქებში დრონებით დარტყმა იყო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, ქალაქ ხარკოვში დაზიანებული და დამწვარია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, გარაჟები და ავტომანქანები. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG