Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაუსაძლისი გახდა მუშაობა" - ოპერის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა


ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების პროტესტი
ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების პროტესტი

ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი, რომელიც სპექტაკლებისთვის სცენას აწყობს, ანათებს და სხვა სამუშაოებს ასრულებს, გაიფიცა. ისინი უარს ამბობენ, გააგრძელონ მუშაობა, სანამ ხელფასები არ გაეზრდებათ.

დავით ომსარაშვილი, პროფკავშირის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გაფიცული თანამშრომლების ხელფასი დაახლოებით 500 ლარია და მის გაორმაგებას ითხოვენ. მისივე თქმით, მედიაცია თეატრის ადმინისტრაციასთან უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ის გაფიცულთა ანაზღაურების მიზერულად გაზრდაზეა თანახმა.

ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების პროტესტი
ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების პროტესტი

"ეს ადამიანები არიან სადადგმო ნაწილის თანამშრომლები, რომლებსაც უწევთ მძიმე შრომა. მათი ხელფასი არის ძალიან დაბალი - დაახლოებით 500 ლარი. წლებია, არ მომატებიათ. გაუსაძლისი გახდა მათი მუშაობა. დავიწყეთ კოლექტიური მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ", - ამბობს გაფიცული თანამშრომლების ადვოკატი, რომელიც აღნიშნავს, რომ პროტესტს 20-ზე მეტი ადამიანი უერთდება.

დღეს, 3 ნოემბერს, ოპერის თეატრის ტექნიკური პერსონალის გაფიცვის პირველი დღეა. გაფიცვას წინ უსწრებდა 21-დღიანი მედიაცია. რადიო თავისუფლება ცდილობს ოპერისა და ბალეტის თეატრის პრესსამსახურთან დაკავშირებას - კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

XS
SM
MD
LG