იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავა. დამატებით დეტალებს უწყება არ ავცრელებს.
მანამდე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს. პროკურატურის მტკიცებით, მას უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები.
1 ნოემბერს საბადრაგო სამსახურმა 6 პატიმარი ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე "ავერსის" კლინიკაში. მათგან სამმა გაქცევა შეძლო - მათ პოლიცია და პენიტენციური სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმრის დაკავების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 2 ნოემბერს გაავრცელა. უფრო ადრე მათ მინისტრმა მიმართა და მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს".