უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ ქერჩში გემთსაშენზე - ინფორმაციას ადასტურებს როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე.
რუსეთის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ქარხნის მიმართულებით 15 ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც ერთი გემი დაზიანდა. გავრცელებული ცნობებით დაზიანებული ხომალდი არის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გემი "კალიბრი," რომელიც ფრთოსანი რაკეტების გადასაზიდად გამოიყენებოდა.
"საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 13 რაკეტა" - აღნიშნავს რუსული მხარე.
"ვადასტურებ" - წერს ტელეგრამში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკი.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, იერიში გემთსაშენზე 4 ნოემბერს განხორციელდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან ყირიმთან ბაზირებულ რუსულ საზღვაო ძალებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, შესაძლოა სწორედ ამ თავდასხმებით არის განპირობებული რუსეთის სურვილი, საზღვაო სამხედრო ბაზა მოეწყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, ოჩანჩირეში, ფრონტისგან შედარებით შორს.