Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ NBC-ის ეთერში პუტინი საგინებელი სიტყვით მოიხსენია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 4 ნოემბერი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 4 ნოემბერი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები არ აპირებენ მათი თავისუფლება „დედანატირებ (f...ing) ტერორისტ“ ვლადიმირ პუტინს მისცენ.

ეს ზელენსკიმ განაცხადა NBC news-ის პროგრამა "Meet the Press-" ში.

„მე დიდი ძალა მაქვს. მაგრამ, როცა თავს ძლიერად მივიჩნევთ და დიდი ენერგია გვაქვს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ გვსურს ვიომოთ მთელი ცხოვრება, რადგან ეს ძვირად გვიჯდება იმიტომ, რომ ომი გვართმევს ჩვენს შორის საუკეთესოებს, საუკეთესო გმირებს, საუკეთესო კაცებს, ქალებს და ბავშვებს. მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად ჩვენი თავისუფლება დედანატირებ ტერორისტ პუტინს მივცეთ. აი, ამიტომ ვიბრძვით,„ თქვა ზელენსკიმ ამერიკული ტელეარხის ეთერში.

ერთი დღით ადრე, 4 ოქტომბერს, NBC News-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა დაიწყეს უკრაინასთან მსჯელობა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის თაობაზე. ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, რომ კიევში ეს არ განიხილება. „დღეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების არცერთი ლიდერი არ ახორციელებს ჩვენზე ზეწოლას... რუსეთთან მოსალაპარაკებლად რომ დავსხდეთ, ველაპარაკოთ მას და რამე მივცეთ - ასეთი რამ არ მოხდება,“ აღნიშნა ზელენსკიმ.

​
XS
SM
MD
LG