Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა დაასრულა ტურნე ახლო აღმოსავლეთში


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 6 ნოემბერს თურქეთში დაასრულა დიპლომატიური ტურნე ახლო აღმოსავლეთში, მხოლოდ მცირედი წინსვლით თავის ინტენსიური მცდელობაში შემდგარიყო რეგიონული კონსენსუსი ღაზაში სამოქალაქო პირების ტანჯვის შემსუბუქების გზებზე, იმ ფონზე, როცა ისრაელი აძლიერებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ბლინკენმა შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან, მანამდე ის იმყოფებოდა იორდანიაში, ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე, კვიპროსში და ერაყში, რათა მოეპოვებინა მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის წინადადებისთვის "ჰუმანიტარული პაუზების" მიღწევაზე ისრაელის მძლავრ სამხედრო კამპანიაში.

XS
SM
MD
LG