Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი თავს არიდებს პირდაპირ განაცხადოს გადაწყვიტა თუ არა პუტინმა კენჭისყრა 2024 წელს


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

კრემლმა 6 ნოემბერს არც დაადასტურა და არც უარყო ცნობა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა კენჭი იყაროს 2024 წლის მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში - კრემლმა მხოლოდ ის თქვა, რომ პუტინს ამ საკითხზე ჯერ "განცხადება არ გაუკეთებია".

მანამდე სააგენტო როიტერსმა გაავრცელა ცნობა, რომელშიც რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ პუტინმა მიიღო კენჭისყრის გადაწყვეტილება - რის შედეგადაც ის, შესაძლოა, ხელისუფლებაში დარჩეს სულ მცირე 2030 წლამდე. ამ ცნობის პასუხად, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის ლიდერს, რომელსაც გასულ თვეში 71 წელი შეუსრულდა, არც კამპანიის შესახებ გამოუცხადებია "ოფიციალურად".

გავრცელებული მოლოდინით, პუტინი ხელისუფლებაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის შერყევის შესახებ ცნობებმა - რომლებსაც, როგორც მოსალოდნელია, კრემლი უარყოფს - კითხვები წამოჭრა მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ.

"გადაწყვეტილება მიღებულია - ის კენჭს იყრის" - უთხრა პუტინის გეგმების მცოდნე წყარომ როიტერსს, კიდევ სხვა წყარომ კი სააგენტოს შეატყობინა, რომ რამდენიმე კვირაში ამ გეგმის შესახებ მინიშნება გავრცელდება.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი დეკემბერში უნდა გამოაცხადოს - რის შემდეგაც პოლიტიკური პარტიები თავ-თავიანთი კანდიდატების დასახელებას დაიწყებენ მარტის კენჭისყრისთვის.

XS
SM
MD
LG