საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას.
"ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გავაგრძელებ ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და ბიძგი მივცე ჯერ კიდევ საჭირო რეფორმებს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.