Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობები, რომ აფხაზეთის დე ფაქტო შსს შეიარაღებულ დაჯგუფებას ეძებს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ოკუპირებულ გულრიფშის რაიონში აფხაზეთის „სამართალდამცველები“ შეიარაღებულ პირებს ეძებენ, - ცნობები ვრცელდება აფხაზური „ტელეგრამ“-არხებით, რომლებიც დე ფაქტო შს მინისტრს, რობერტ კიუტს ეყრდნობიან. ინფორმაცია გააზიარეს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრმა და სააგენტო „აფსნიპრესმა“. მასში აღნიშნულია, რომ უცხოური იარაღით აღჭურვილი შვიდი ადამიანი გულრიფშის სოფელ აზანთასთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს. ამჟამად სოხუმისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „აფხაზეთის ძალოვანი უწყებები მთებში ეძებენ რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანს. მონადირეებისგან მიღებული მონაცემებით, „მათ უცხოური იარაღი აქვთ, აცვიათ შავი ფორმა, უკეთიათ ნიღბები და კარგად არიან ეკიპირებული“.

თავდაპირველად „საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ“ დაწერა კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის „ტელეგრამ“-არხმა Соловьев LIVE. როგორც ის აღნიშნავდა, ჯგუფის შესვლის მიზანი „სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა" იყო. მოგვიანებით, Соловьев LIVE-მა ცნობა წაშალა.

თბილისში აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებულ ცნობაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG