Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშიანიანი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას


სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პარიზის მშვიდობის ფორუმზე. 10 ნოემბერი, 2023.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პარიზის მშვიდობის ფორუმზე. 10 ნოემბერი, 2023.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიესალმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას.

„მივესალმები ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაზე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, თქვა ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე და დაამატა: „მნიშვნელოვანი პროცესია და ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რა ხდება. საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ“.

ფაშინიანი ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობს პანელზე „თანამშრომლობა მეტოქეობით სავსე მსოფლიოში: მშვიდობის შექმნა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენება“.

ფორუმზე ორი ქვეყნის ლიდერებმა საუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ფორუმში მონაწილეობენ, სხვათა შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

XS
SM
MD
LG