Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BMW-ს, სუბარუსა და პორშეს მძღოლებისგან „ავარიის ალბათობა მეტია“ - კვლევა


გაერთიანებული სამეფოს 400 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ავტომობილების გარკვეული ბრენდები შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო აგრესიულ მართვასთან.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სუბარუს, პორშეს და BMW-ს მძღოლები უფრო მეტად იყვნენ ჩართული სარისკო მანევრებში - სიჩქარის გადაჭარბება, წითელ შუქზე გავლა, გასწრება უწყვეტ ხაზებზე ან ქვეითთა გადასასვლელის იგნორირება - ვიდრე Skoda-ს ან Hyundai-ს მძღოლები.

„ირჩევენ თუ არა აგრესიული მძღოლები გარკვეულ მანქანებს, თუ ბრენდები აუარესებენ სიტუაციას?“ კითხულობს კვლევის ლიდერი ავტორი, სოციალური მარკეტინგის პროფესორი ალან ტაპი.

„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი კომპანია ყოველწლიურად ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს მთელს მსოფლიოში თავისი მანქანების პოპულარიზაციისთვის“, ამბობს ტაპი და ამატებს: „ასევე ვიცით, რომ ზოგიერთი მარკის ავტომობილი მოსწონთ მძღოლებს, რომელთაც სურთ გაარღვიონ საზღვრები“.

კვლევას გამოეხმაურნენ ავტომობილების მწარმოებლები - Porsche, Subaru და BMW. პორშემ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებაზე და მოუწოდა მყიდველებს გაიუმჯობესონ მართვის უნარები სპეციალურ ცენტრში. სუბარუმ ხაზი გაუსვა, რომ ფოკუსი უსაფრთხოებაზე აქვს გადატანილი. BMW-მ კი განაცხადა, რომ ერთგულია უსაფრთხოების მიმართ როგორც პროდუქტის შექმნის პროცესში, ასევე მარკეტინგში.

XS
SM
MD
LG