Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ რიაზანთან ვაგონები რელსებიდან გადავიდა, კოტოვსკში ხანძარი გაჩნდა დენთის ქარხანაში


(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)
11 ნოემბრის დილით, რუსეთის რიაზანის რეგიონის ქალაქ რიბნის მახლობლად, სატვირთო მატარებლის 19 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად მემანქანის თანაშემწემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, იუწყება „მოსკოვის რკინიგზა“.
რუსეთის ხელისუფლება მომხდარის მიზეზად საბოტაჟს ასახელებს.
კომპანიამ წინასწარ მიზეზად „გარე პირების ჩარევა“ დაასახელა.
ადგილობრივები წერენ, რომ ვაგონების გასვლამდე აფეთქების ხმა გაიგეს, იტყობინება „ფრთხილად, ახალი ამბები“.
რკინიგზის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარემოს საფრთხე არ ემუქრება და მომხდარი არ მოქმედებს მატარებლების მოძრაობაზე.
11 ნოემბერს ღამით ხანძარი გაჩნდა ტამბოვის რაიონის კოტოვსკში დენთის ქარხანაში. თვითმხილველების თქმით, მას წინ უძღოდა აფეთქება, წერენ ტელეგრამის არხები „ბაზა“, „ფრთხილად, ახალი ამბები“ და Astra.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ. უწყების თანახმად, ხანძარი, რომელიც ქარხნის ცალკე მდგარ ერთსართულიან შენობაში გაჩნდა, ახლა ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გარემოებები ზუსტდება.
ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა ტამბოვის დენთის ქარხანაში ექვსი თვის განმავლობაში. ივნისში იქ აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და თორმეტი დაშავდა. ხელისუფლებამ აფეთქების მიზეზად „ადამიანური ფაქტორი“ დაასახელა.
XS
SM
MD
LG