Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტროავარიის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა


ხორვატიის თავდაცვის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი. 19 ივნისი, 2023 წელი
ხორვატიის თავდაცვის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი. 19 ივნისი, 2023 წელი

ხორვატიის თავდაცვის მინისტრი სერიოზულად დაშავდა 11 ნოემბერს მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც ხორვატიის თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ტელევიზია HRT იტყობინება, 44 წლის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი მართავდა მანქანას, რომელიც მიკროავტობუსს შეეჯახა. მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

"სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს", განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, მარკო მილიჩმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

AP-ის ცნობით, მილიჩმა დასძინა, რომ ბანოჟიჩის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო. ექიმებმა თქვეს, რომ მას თავისა და ტვინის ტრავმა აქვს და რჩება დაკვირვების ქვეშ, მაგრამ ის გონზეა.

"მინისტრი ბანოზიჩი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჩამოვაშორე საგანგებო გარემოებების გათვალისწინებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა აღმოსავლეთ ხორვატიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ პირველადი დასკვნების გამოქვეყნებისთანავე. (AP)

XS
SM
MD
LG