Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ითხოვს საერთაშორისო კონფერენციას, ახლო აღმოსავლეთში მუდმივი მშვიდობის მისაღწევად


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი: ანკარა. 25 ოქტომბერი. 2023 წელი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი: ანკარა. 25 ოქტომბერი. 2023 წელი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ მოწვეულ უნდა იქნას საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის საბოლოოდ გადასაწყვეტად.

ერდოანი სიტყვით გამოვიდა ერთობლივ ისლამურ-არაბულ სამიტზე საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სადაც შეიკრიბნენ სახელმწიფო ლიდერები და მოუწოდეს ისრაელს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ღაზაში. Reuters -ის თანახმად, თურქეთი, რომელმაც მკვეთრად გაამძაფრა თავისი კრიტიკა ისრაელის მიმართ ღაზაში გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ემხრობა „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის თანახმად კონფლიქტის მოგვარებას და მასპინძლობს "ჰამასის" წევრებს.

რადიკალური ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული ევროპის კავშირსა და შეერთებულ შტატებში. თურქეთი "ჰამასს" ტერორისტულ დაჯგუფებად არ განიხილავს.

არაბულ-ისლამურმა სამიტმა, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა 11 ნოემბერს, მოწოდება გამოთქვა, დასრულდეს ღაზაში ომი და უარყო თავდაცვის მოტივით ისრაელის ქმედებების გამართლება პალესტინელების წინააღმდეგ. სამიტმა დაგმო "ისრაელის აგრესია ღაზის სექტორში, ომის დანაშაულები და ბარბაროსული და არაადამიანური ხოცვა-ჟლეტა საოკუპაციო მთავრობის მიერ"ნათქვამია სხვათა შორის, სამიტის საბოლოო განცხადებაში. მასში გამოთქმულია მოწოდება ღაზის სექტორის ალყის დასრულების, ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების შეშვების და ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ.

XS
SM
MD
LG