Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აპირებს უკრაინას დახმარება გაუორმაგოს


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ბერლინი. 9 ნოემბერი, 2023 წელი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ბერლინი. 9 ნოემბერი, 2023 წელი

გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს, პრინციპში დათანხმდა უკრაინის სამხედრო დახმარების 8 მილიარდ ევრომდე გაორმაგებას მომავალი წლისთვის, განაცხადა ბერლინის პოლიტიკურ წრეებში მყოფმა წყარომ 12 ნოემბერს.

პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, სადაც უმრავლესობა კოალიციაში შემავალ პარტიებს აქვთ, გერმანიის თავდაცვის ხარჯები გაიზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1%-მდე, ანუ გადააჭარბებს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დადგენილ მინიმალურ ხარჯებს. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატიული პარტიისა და მწვანეების დეპუტატები შეთანხმდნენ გაზრდაზე 2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის განხილვისას.

ახლა შემდეგი ეტაპია განხილვა ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართება.

გერმანია უკრაინის საკვანძო მოკავშირეა ევროპაში. დახმარების მოცულობით ბერლინი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

XS
SM
MD
LG