Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გმობს ძალადობას დარფურში - გაფრთხილება „კიდევ ერთი გენოციდის“ შესახებ


საილუსტრაციო ფოტო: სუდანელები ტოვებენ დარფურის რეგიონს და მეზობელ ჩადს აფარებენ თავს. 3 აგვისტო, 2023 წელი
საილუსტრაციო ფოტო: სუდანელები ტოვებენ დარფურის რეგიონს და მეზობელ ჩადს აფარებენ თავს. 3 აგვისტო, 2023 წელი

12 ნოემბერს ევროკავშირმა დაგმო ძალადობის ესკალაცია სუდანის დარფურის რეგიონში. ბრიუსელი გამოდის გაფრთხილებით, რომ არსებობს „მორიგი გენოციდის“ საშიშროება მას შემდეგ, რაც 2003-2008 წლებში იქ 300 000 ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონზე მეტი დევნილი გახდა.

აპრილიდან მოყოლებული ომმა სუდანის რეგულარულ არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) გასამხედროებულ რაზმებს შორის დესტაბილიზაცია გამოიწვია დასავლეთის რეგიონში და კვლავ გააღვიძა იქ ხანგრძლივი მტრობა.

Reuters-ის თანახმად, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა თავის განცხადებაში დაიმოწმა მოწმეები, რომ მასალიტის თემის 1000-ზე მეტი წევრი დაიღუპა არდამტაში, დასავლეთ დარფურში, სულ რაღაც ორ დღეში RSF-ის და მასთან დაკავშირებული რაზმების თავდასხმების დროს.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG