Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითრეგისტრაციის აპარატები განთავსდა


თვითრეგისტრაციის ჯიხური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თვითრეგისტრაციის ჯიხური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის აპარატები განთავსდა, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად გაიარონ რეგისტრაცია გაფრენის წინ - ინფორმაციას აეროპორტების მმართველი კომპანია, "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

პირველ ეტაპზე თბილისის აეროპორტში ორი თვითრეგისტრაციის აპარატი ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა ჯერ მხოლოდ ორი ავიაკომპანიის (პოლონეთის და ყატარის ავიახაზებს) მგზავრებს შეეძლებათ; ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება.

"ტავ ჯორჯიას" ცნობით, თვითრეგისტრაციის აპარატები ფრანგული კომპანია EASIER-ის მიერ არის წარმოებული და მათი თბილისის აეროპორტში განთავსებისთვის გაწეული ინვესტიცია 150 000 ლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG