Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა განაცხადა, რომ აუქმებს დროებით აკრძალვას ბენზინის ექსპორტზე


რუსეთმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ აუქმებს დროებით აკრძალვას ბენზინზე, რომელიც მან სექტემბერში დააწესა ფასების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, ქვეყანაში მზარდი ინფლაციის ფონზე.

"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 17 ნოემბრიდან გააუქმოს დროებითი აკრძალვა საავტომობილო ბენზინის ექსპორტზე, რომელიც დაწესდა 21 სექტემბერს, როგორც გასატარებელი ზომების კომპლექსის ნაწილი, შიდა ბაზარზე ფასების მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით", - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ.

ამან დროებით შეზღუდა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, რათა თავიდან აცილებულიყო დეფიციტი შიდა ბაზარზე. სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო "შიდა ბაზარზე ფასების მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით". ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნავთობის გადამუშავების მაღალი მოცულობის შენარჩუნების ფონზე ...უზრუნველყოფილია შიდა ბაზრის გაჯერება", იტყობინება ის და აღნიშნავს, რომ გააგრძელებს ფასებისა და წარმოების მონიტორინგს და არ გამორიცხავს მომავალში აკრძალვის კვლავ შემოღებას.

ამ განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასმა სწრაფად აიწია, Brent-ის ფასი 3.09 პროცენტით გაიზარდა და ბარელის ფასმა 79.81 დოლარს მიაღწია. ამასობაში, აშშ-ში მოპოვებული West Texas Intermediate-ის ტიპის ნავთობის ფასი 3.02 პროცენტით გაიზარდა და ბარელის ფასი 75.10 დოლარი გახდა.

რუსეთის მთავარმა ნავთობკომპანიებმა ბოლო დღეებში მთავრობას აკრძალვების გაუქმებისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG