Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორთაჭალაში სატვირთო 15 წლის ბავშვს დაეჯახა - მოზარდი ადგილზე დაიღუპა


ორთაჭალა, შემთხვევის ადგილი
ორთაჭალა, შემთხვევის ადგილი

თბილისში, ორთაჭალაში, 15 წლის ბიჭს სატვირთო დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ბავშვი დაღუპული დახვდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო აღმართზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც დაგორდა და დაეჯახა მოზარდს, რომელიც გზაზე გადადიოდა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საჯარო სკოლაა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG