Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკრაინას 1,3 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს


საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T SLM. ბერლინი, 22 ივნისი, 2022.
საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T SLM. ბერლინი, 22 ივნისი, 2022.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს გამოაცხადა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ.

პაკეტში შედის ოთხი Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა და 20 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გერმანიამ უკრაინას Iris-T ტიპის სისტემები გამოუყო.

მთლიანობაში გერმანია გეგმავს, უკრაინას გადასცეს 12 საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T. სამი სისტემა უკვე მიწოდებულია, მეოთხეს კი უკრაინა ამ ზამთარში მიიღებს. 2024 წლის განმავლობაში უკრაინას კიდევ ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცემა. დახმარების ახალ პაკეტში შესული Iris-T SLM სისტემების მიწოდება 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.

დახმარების პაკეტში ასევე შედის 60 სადაზვერვო დრონი, დრონების წინააღმდეგ საბრძოლველი 20-ზე მეტი რადარი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.

გერმანული თანამედროვე Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენება რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქების დასაცავად. რუსეთის თავდასხმებისას Iris-T-ის მეშვეობით დაჭერილია მრავალი რაკეტა და დრონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG