Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისინი დააპატიმრეს" - რუსეთში სანქციების გამო დაკარგულ თვითმფრინავებს ითვლიან


რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი დღემდე მოიხმარს 1167 სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც ასევე სხვა ქვეყნებს ეკუთვნით.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი დღემდე მოიხმარს 1167 სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც ასევე სხვა ქვეყნებს ეკუთვნით.

მას შემდეგ, რაც უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის გამო დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რუსეთის ავიაპარკმა 76 სამგზავრო თვითმფრინავი დაკარგა, - ამის შესახებ РБК-ს ტრანსპორტის მინისტრმა, ვიტალი საველიევმა განუცხადა. მისი განმარტებით, რუსეთს უკან აღარ დაუბრუნეს 76 თვითმფრინავი, რომლებიც სანქციების დაწესების დროს, სხვა ქვეყნების აეროპორტებში იდგნენ, ანდა ტექმომსახურების სერვისით სარგებლობდნენ.

„ისინი დააპატიმრეს“, - საველიევი ამბობს, რომ დაკარგული თვითმფრინავების უდიდესი ნაწილი რუსულ ავიაკომპანიებს ლიზინგით ჰქონდათ აღებული.

სხვადასხვა დროს სახელდებოდა ასევე განსხვავებული მაჩვენებლები.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი დღემდე მოიხმარს 1167 სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც ასევე სხვა ქვეყნებს ეკუთვნით. სანქციების ამოქმედების შემდეგ, Boeing-ები и Airbus-ები რუსეთის რეესტრში აღირიცხა და მათი დაზღვევა რუსულმა სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს. როგორც საველიევი 2022 წლის მარტში აცხადებდა, რუსეთმა „სხვისი საკუთრება მიითვისა“.

2023 წლის ივნისში ტრანსპორტის მინისტრმა თქვა, რომ რუსული ავიაკომპანიები ამ თვითმფრინავებით იმ 11 ქვეყანაში დაფრინავენ, რომლებიც „გარანტირებულად, არ დააპატიმრებენ თვითმფრინავებს“.

დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისები, ორივე მიმართულებით, 2022 წლის თებერვალში შეწყდა. Boeing-მა и Airbus-მა შეწყვიტეს რუსული კომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ტექნიკური მომსახურება.

2022 წლის შემოდგომაზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ICAO მიუთითებდა, რომ რუსეთში ფრენას უსაფრთხოების რისკები ახლავს. არსებობს ცნობები, რომ სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო, რუსული ავიაკომპანიები ამსუბუქებენ უსაფრთხოების მიმართ მოთხოვნებს.

Новая газета.Европа სექტემბერში წერდა, რომ რუსული ავიატრანსპორტის ავარიების რიცხვი გასულ წელს გაორმაგდა, ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და თანაც, ავიარეისების რიცხვის შემცირების პირობებში.

2023 წლის დასაწყისში რუსეთმა ე.წ. თვითმფრინავების კანიბალიზმი დაუშვა - დაშლილი თვითმფრინავის ნაწილებს სხვა თვითმფრინავებისთვის იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG