Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა S-400 სისტემები კალინინგრადიდან უკრაინაში გადაიტანა - ბრიტანეთის დაზვერვა


საილუსტრაციო ფოტო: სარაკეტო სისტემა S-400 ფეოდოსიაში. 14 იანვარი, 2017 წელი
საილუსტრაციო ფოტო: სარაკეტო სისტემა S-400 ფეოდოსიაში. 14 იანვარი, 2017 წელი

"მნიშვნელოვანი დანაკარგების" გამო რუსეთმა S-400 სტრატეგიული სისტემები კალინინგრადიდან უკრაინის ფრონტზე გადაიტანა - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთი კალინინგრადს მიიჩნევს "ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მგრძნობიარე რეგიონად", მათ შორის იმიტომ, რომ "ის სამი მხრიდან ესაზღვრება ნატოს წევრ ქვეყნებს".

ამიტომ, კალინინგრადიდან S-400 სისტემების გადატანა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამბობენ დაზვერვის თანამშრომლები.

"ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც ჩანს, მზად არის გაწიოს დამატებითი რისკი, ხაზს უსვამს ომით გამოწვეულ უზომო დატვირთვას რუსეთის ზოგიერთი მთავარი თანამედროვე შესაძლებლობის მხრივ", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის დასკვნაში.

მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რეალურია, რუსეთი კიდევ უფრო დიდ რისკზე წავიდეს, A-50 ტიპის (შორეული რადიოლოკაციური მართვისა და აღმოჩენის) თვითმფრინავი ფრონტის ხაზთან ახლოს გადაისროლოს.

XS
SM
MD
LG