Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკვითების ოქროს კოლექცია ნიდერლანდიდან უკრაინაში ჩაიტანეს


სამკაული სკვითების სამეფო სამარხიდან. კიევი, ისტორიულ ფასეულობათა მუზეუმი. 30 ივლისი, 2021.
სამკაული სკვითების სამეფო სამარხიდან. კიევი, ისტორიულ ფასეულობათა მუზეუმი. 30 ივლისი, 2021.

სკვითების ოქროს კოლექცია, რომელიც თავდაპირველად ანექსირებული ყირიმის მუზეუმებში იყო დაცული და შემდეგ ამსტერდამში იმყოფებოდა, უკრაინაში ჩაიტანეს და ამჟამად ის კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზეა, იტყობინება უკრაინის საბაჟო სამსახური.

საბაჟოს თანახმად, უკრაინაში ჩაიტანეს 2694 კგ კულტურული ფასეულობები. მებაჟეები მუზეუმის საგანძურის ტერიტორიაზე დაიწყებენ მათ აღრიცხვას და გაფორმებას.

ოქრო ნიდერლანდში გამოსაფენად წაიღეს ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე. მოგვიანებით ყირიმის მუზეუმები ითხოვდნენ ექსპონატების ყირიმში დაბრუნებას, მაგრამ ნიდერლანდის სასამართლოებმა გადაწყვიტეს, რომ სკვითების ოქრო უკრაინის სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.

ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ „სკვითების ოქროს“ უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში მიიღო. ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა მას უწოდა „ლეღვის ფოთოლი, რომელიც ფარავს რეიდერულ ხელში ჩაგდებას“. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით. „ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. ჩვენ დავაბრუნეთ ‘სკვითების ოქრო’, დავიბრუნებთ ყირიმსაც“, - წერდა ის მაშინ.

XS
SM
MD
LG