Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ეუთოს სხდომაზე მასთან შეხვედრა ისურვა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. თეირანი. 23 ოქტომბერი, 2023 წელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. თეირანი. 23 ოქტომბერი, 2023 წელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას ეუთოს შეხვედრაში, თუ ბულგარეთი რუსეთის დელეგაციისთვის საჰაერო სივრცეს გახსნის. სხდომა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ტარდება. ლავროვის თქმითვე, დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ მასთან შეხვედრა ითხოვა.

Reuters-ის ცნობით, ლავროვმა განაცხადა, რომ ის ჩრდილოეთმა მაკედონიამ მიიწვია ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთი რუსეთის იზოლირებას ცდილობს, პირადი შეხვედრები მაღალი რანგის მინისტრებთან კი იშვიათად ხდება.

XS
SM
MD
LG