Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი რიაბკოვი: ეუთოს სხდომაზე ლავროვი-ბლინკენის მოლაპარაკება არ გაიმართება


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის (მარცხნივ), ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა. ჟენევა. 22 იანვარი, 2022 წელი
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის (მარცხნივ), ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა. ჟენევა. 22 იანვარი, 2022 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა არ შედგება ჩრდილოეთ მაკედონიაში ამ კვირაში, იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასსი", რომელსაც მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვები. ვაშინგტონს არ მოუთხოვია შეხვედრა და "შეხვედრაც არ იქნება", განაცხადა რიაბკოვმა.

Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ლავროვმა ადრე თქვა, რომ მიიღებს მონაწილეობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრაში, თუ ბულგარეთი რუსეთის დელეგაციას თავის საჰაერო სივრცეს გაუხსნის.

მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ითხოვა მასთან შეხვედრა.

XS
SM
MD
LG