Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას


ევროპარლამენტის შენობა. სტრასბურგი, 7 მარტი, 2022.
ევროპარლამენტის შენობა. სტრასბურგი, 7 მარტი, 2022.

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ ევროპარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვა. 28 ნოემბერს ევროპარლამენტსა და უკრაინის ვერხოვნა რადას შორის ურთიერთგაგების განახლებულ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ევროპარლამენტის ლიდერებმა („პრეზიდენტთა კონფერენცია“) მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპული საბჭოს მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. სამშაბათს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მომდევნო ნაბიჯს, სავარაუდოდ, ევროპული საბჭო დეკემბრის სხდომაზე გადადგამს, აღნიშნავს საერთაშორისო მედია.

"პრეზიდენტების კონფერენცია" იმედოვნებს, რომ უკრაინა გააგრძელებს რეფორმების გატარებას ბრიუსელსა და კიევს შორის მოლაპარაკებების დაწყების პირობების შესასრულებლად.

28 ნოემბერს ბრიუსელში, ვერხოვნა რადის სპიკერთან, რუსლან სტეფანჩუკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა, კერძოდ, ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით. „რაც შეიძლება, მალე უნდა შევთანხმდეთ უკრაინისთვის ორმოცდაათი მილიარდის მოცულობის ახალ ფონდზე“, - განაცხადა მეცოლამ.

რუსლან სტეფანჩუკმა მემორანდუმის ხელმოწერას „ისტორიული მოვლენა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG