Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა


ავტომანქანა, საიდანაც ისრაელის პოლიციის ცნობით, ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს. იერუსალიმი, 2023 წლის 30 ნოემბერი
ავტომანქანა, საიდანაც ისრაელის პოლიციის ცნობით, ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს. იერუსალიმი, 2023 წლის 30 ნოემბერი

სულ მცირე 2 ადამიანია მოკლული და 7 დაჭრილი იერუსალიმის შესასვლელთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა ორმა პირმა. თავდამსხმელები პოლიციელებმა დახოცეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია ისრაელის წინააღმდეგ მოქმედ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას.

გამოცემა Jerusalem Post-ი წერს, რომ ერთი წლის წინ, ამავე გაჩერებაზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად 2 ისრაელელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG