Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სუპერკომპიუტერების წამყვანი ექსპერტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაუშვეს


რუსი მეცნიერი სერგეი აბარმოვი. მოსკოვი. 5 თებერვალი, 2015 წელი
რუსი მეცნიერი სერგეი აბარმოვი. მოსკოვი. 5 თებერვალი, 2015 წელი
რუსი აკადემიკოსი, ცნობილი მეცნიერი, მათემატიკოსი და სუპერკომპიუტერების წამყვანი ექსპერტი სერგეი აბრამოვი, რომელსაც დაუდგენელი ექსტრემისტული დაჯგუფების დაფინანსება ბრალდება, სამი კვირით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იგზავნება გამოკვლევისთვის.

ამის შესახებ იტყობინება T-invariant-ი. საიტის თანახმად, აბრამოვს ფსიქიატრიულ კლინიკაში დღეს, 30 ნოემბერს, ათავსებენ.
აბრამოვის წინააღმდეგ საქმის გამოძიება დაიწყო აპრილში, მას მერე, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მეცნიერის ბინაში ჩხრეკა მოაწყო. მას შემდეგ ის შინაპატიმრობაშია.

აბრამოვმა T-invariant-ს უთხრა, რომ მისი საქმე ადასტურებს ქვეყნის მართვაში არსებულ „კოლოსალურ სისტემურ შეცდომას“. 66 წლის აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მკვლევარს რვაწლიანი პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG