Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ უკრაინელ სამხედროს ტერორიზმის მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა


პაველ ზაპოროჟეცეს იზოლატორში სასტიკად სცემდნენ და ელექტრო შოკით აწამებდნენ
პაველ ზაპოროჟეცეს იზოლატორში სასტიკად სცემდნენ და ელექტრო შოკით აწამებდნენ

დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ უკრაინელ სამხედროს, პაველ ზაპოროჟეცს სასჯელაღსრულების კოლონიაში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით. ამის შესახებ სააგენტო „ტასსი“ სასამართლო დარბაზიდან იტყობინება.

გამომძიებლების თქმით, ზაპოროჟეცი 2022 წლის 9 მაისს ოკუპირებულ ხერსონში "უკვდავი პოლკის" მსვლელობის დროს ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდა. თავად ზაპოროჟეცმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის დილით ადრე გეგმავდა რუსული სამხედრო პატრულის აფეთქება, რათა კომენდანტის საათის გამო სამოქალაქო პირები არ დაზარალებულიყვნენ.

ზაპოროჟეცის თქმით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც ორი ის ორ ხელყუმბარას გაჭიმულ მავთულზე ამონტაჟებდა. ის გადაიყვანეს და ხერსონის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც სცემეს და აწამეს. ამის შემდეგ ზაპოროჟეცი გადაიყვანეს ხერსონის დაკავების ცენტრში, სადაც ცემის მუქარის ქვეშ აიძულეს ხელი მოეწერა ოქმზე, რომლის წაკითხვის უფლება არ მისცეს. ზაპოროჟეცი სამი თვის განმავლობაში იზოლირებულ საკანში იმყოფებოდა. იქ ის ასევე სცემეს და ელექტრო შოკით აწამებს. შემდეგ ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ანექსირებულ ყირიმში ჩაიყვანეს.

ბრალდებულის ადვოკატმა საქმის შეწყვეტა და ზაპოროჟეცის ომის ტყვედ აღიარება მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ ადვოკატის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG