Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როსტოვის რეგიონში ცეცხლში ჭურვის აფეთქების შედეგად 12 ჯარისკაცი დაიღუპა - მასმედია


სამხედრიოების წვრთნის ეპიზოდ დონის როსტოვის რეგიონში
სამხედრიოების წვრთნის ეპიზოდ დონის როსტოვის რეგიონში

როსტოვის რეგიონში, კუზმინსკის პოლიგონზე 12 სამხედრო საზღვაო ქვეითი დაიღუპა კოცონში ჩავარდნილი ჭურვის აფეთქების გამო, კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ როსტოვის ვებგვერდი 161.ru წერს სამართალდამცავ ორგანოების, არმიისა და საგამოძიებო უწყებების სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა განმარტავს, რომ ინციდენტი 3 ნოემბერს უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. მაგრამ ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ერთ-ერთ ინკოგნიტო თვითმხილველს თქმით, ტრაგიკული ინციდენტი ცეცხლის დანთების დროს მოხდა პოლიგონზე, სადაც ჯარისკაცების თავშეყრის მახლონლად, საბრძოლო მასალით სავსე ყუთები ეწყო.

„ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ის ჭურვი ჩამოცურდა, ცეცხლში ჩავარდა და აფეთქდა. ადგილზე 8 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 8 დაიჭრა. ყველა დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცი ვლადივოსტოკიდან იყო. ისინი ჯარში კონტრაქტის საფუძველზე იმსახურობდნენ“, - განაცხადა წყარომ, რომლის ინფორმაციით 4 დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორ ვებგვერდი 161.ru-წერს, მომხდარს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო საგამოძიებო სამმართველო იძიებს. მაგრამ თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ვებგვერდზე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

XS
SM
MD
LG