Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა ყველაზე გრძელ გვირაბში გაჩენილ ხანძარს


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, სევერომუისკის გვირაბში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ტელეკომპანია CNN-ისა და უკრაინული მედიის წყაროები აცხადებენ, რომ ხანძარი უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიის შედეგი უნდა იყო. თავდაპირველად, რუსეთის რკინიგზამ ინციდენტი ელექტრო გაყვანილობაზე მომხდარ მოკლე ჩართვას მიაწერა.

სევერომუისკის გვირაბი არის ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი რუსეთში, რომლის სიგრძეც 15,343 მეტრს შეადგენს. ხანძარი ბურიატიაში, გვირაბის იტიკი-ოკუსიკანის მონაკვეთზე 29 ნოემბერს, მოსკოვის დროით 17:20 საათზე მოხდა. ინციდენტის შემდეგ სატვირთო მატარებლების მოძრაობა ბაიკალ-ამურის მაგისტრალის გასწვრივ არსებულ მონაკვეთზე გადავიდა.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცნობებს გაზეთი "კომერსანტი" და საიტი "ბაზა" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. გაზეთის ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ გვირაბში საწვავის ავზის ქვეშ მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

XS
SM
MD
LG