Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ მწუხარება გამოხატა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების „კატასტროფული“ განახლების გამო


ღაზის სექტორი ისრაელის ავიაციის მიერ დაბომბვის შემდეგ. 1 დეკემბერი. 2023 წელი
ღაზის სექტორი ისრაელის ავიაციის მიერ დაბომბვის შემდეგ. 1 დეკემბერი. 2023 წელი
გაერომ მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ 1 დეკემბერს განახლდა კონფლიქტი ღაზის სექტორში და საომარ მოქმედებებს "კატასტროფული" უწოდა.
ორგანიზაცია მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს მიაღწიოს ცეცხლის მყარ შეწყვეტას.
იენს ლერკემ, ჟენევაში გაეროს ჰუმანიტარული ოფისის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების განახლება ნიშნავს, რომ „ღაზაში დედამიწაზე ჯოჯოხეთი დაბრუნდა“.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა განაახლეს ღაზის დაბომბვა, პალესტინელები კვლავ იძულებული არიან ბომბსაფრებს მიაშურონ მას მერე, რაც დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისე, რომ ვეღარ მიაღწიეს მის გახანგრძლივებას. Reuters -ის თანახმად, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების განახლება ღაზაში - კატასტროფაა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG