Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველი ჯგუფის თქმით, ირანში სიკვდილით დასაჯეს 1980-იანი წლების პოლიტპატიმარი


ქამრან რეზაეი, საპროტესტო გამოსვლის მონაწილე, რომელიც ირანში სიკვდილით დასაჯეს.
ქამრან რეზაეი, საპროტესტო გამოსვლის მონაწილე, რომელიც ირანში სიკვდილით დასაჯეს.

ირანულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯეს გედა ალი (ჰორმოზ) საბერ მოთლაღი, 1980-იანი წლების პოლიტპატიმარი, და ქამრან რეზაეი, რომელიც 2019 წელს საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

2022 წლის სექტემბერში, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ირანში გაიზარდა სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა.

ნორვეგიაში დაფუძნებული ირანული უფლებადამცველი ჯგუფის თქმით, 62 წლის მოთლაღი თავდაპირველად 1980-იან წლებში დააკავეს ირანის სახალხო მოჯაჰედების ორგანიზაციასთან კავშირისა და ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირების სავარაუდო მკვლელობის ბრალდებით. ის გაათავისუფლეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მაგრამ შემდეგ ხელახლა დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს 2020 წელს ირანში დაბრუნების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა საკმარისი კონკრეტული მტკიცებულებები მის წინააღმდეგ.

ირანულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ რეზაეი 30 ნოემბერს ჩამოახრჩვეს შირაზის მთავარ ციხეში და რომ საპროტესტო აქციების მეტი მონაწილის სიკვდილით დასჯაა მოსალოდნელი.

"პოლიტპატიმრები, საპროტესტო აქციების მონაწილეთა ჩათვლით, სიკვდილით დასჯის სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან", განაცხადა ირანული უფლებადამცველი ორგანიზაციის დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოღადამმა.

XS
SM
MD
LG