Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი აღარ იქნება


ჯორჯ სანტოსი ამომრჩეველთან საუბრისას. ნიუ-იორკი. 2 ნოემბერი, 2022 წელი.
ჯორჯ სანტოსი ამომრჩეველთან საუბრისას. ნიუ-იორკი. 2 ნოემბერი, 2022 წელი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს რესპუბლიკელი დეპუტატი, ჯორჯ სანტოსი. კენჭისყრაზე მის გაძევებას მიემხრო საჭირო რაოდენობა, დეპუტატთა ორი მესამედი. სანტოსს ბრალად ედება ქურდობა და სიცრუე.
პალატის ისტორიაში ეს მეექვსე შემთხვევაა, როცა დეპუტატს პალატას ატოვებინებენ. გათავისუფლებულ ადგილს დემოკრატიული პარტიის წევრი დაეპატრონება.
35 წლის სანტოსი, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრედ წარმოადგენს თავს, საშუალედო არჩევნების დროს ნიუ-იორკის საარჩევნო ოლქში აირჩიეს. შემდგომ გამოვლინდა პოლიტიკოსის ყალბი მონაცემები, სხვათა შორის - განათლების, სამსახურის, ოჯახისა და რელიგიის შესახებ.
სანტოსი ამტკიცებდა, რომ ელიტური უნივერსიტეტი დაამთავრა და, რომ იმუშავა საინვესტიციო ბანკ „გოლდმან სმიტში“, რაც არ დასტურდება.
მას ასევე ბრალად ედება ქურდობა და საარჩევნო კომისიის წინაშე ყალბი ჩვენების მიცემა, ასევე სხვა კანონდარღვევები.
თვითონ ყოფილი დეპუტატი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
სანტოსს მკაცრი ბრალდებები წაუყენა წარმომადგენელთა პალატის ეთიკის საბჭომ და განაცხადა, რომ მან „უწყების ღირსება შელახა“.
XS
SM
MD
LG