Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ ღაზაში გატაცებული ისრაელის მოქალაქის გვამს მიაგნო


ისრაელის არმიამ 1 დეკემბერს განაცხადა, რომ მიაგნო ისრაელის მოქალაქის გვამს, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულმა „ჰამასმა“ გაიტაცა ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს.
27 წლის ისრაელელი „ჰამასმა“ გაიტაცა სხვა 240 პირთან ერთად.
მისი გვამი ისრაელში გადაასვენეს.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დაადასტურა ასევე „ჰამასის“ ოთხი სხვა მძევლის სიკვდილიც.
XS
SM
MD
LG