Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდების გაყიდვა დაიწყო


ოქროს ზოდი
ოქროს ზოდი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდების გამოშვება დაიწყო. თვითონ ზოდის შეძენა კი შესაძლებელია კომერციულ ბანკებში.

20-გრამიანი და 1 კგ-იანი ზოდების გაყიდვა დღეს, 4 დეკემბერს, დაიწყო.

"ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

დღევანდელი მდგომარეობით [4 დეკემბერი, 2023 წელი]:

  • 20-გრამიანი ზოდი ღირს 3732 ლარი, საშუალოდ 1 გრამის ღირებულება 187 ლარი გამოდის;
  • 1 კგ-იანი ზოდის ფასი კი 186 612 ლარია, საშუალოდ 1 გრამის ღირებულება ამ შემთხვევაშიც იგივე გამოდის.

ეროვნული ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა ზოდს აქვს უნიკალური ნომერი და დამზადებულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანაში.

XS
SM
MD
LG