Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოემბერში წლიური ინფლაცია 0,1% იყო


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 0,1 პროცენტი იყო. ეს ნიშნავს, რომ გასული წლის იმავე თვესთან შედარებით ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა.

ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე გავლენა ჰქონდა:

  • სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების 9,8%-ით ზრდას;
  • ტრანსპორტით მომსახურების 2,5%-ით გაძვირებას;
  • ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულების გაზრდას 5,1%-ით;
  • საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის საფასურის ზრდას 3,4%-ით;
  • ამავდროულად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმლის ჯგუფში ფასების 3,1%-ით შემცირებას.

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, ის იყო 0,2%, რაც ნიშნავს, რომ უმნიშვნელოდ, თუმცა შემცირდა.

XS
SM
MD
LG